თამაშგარე

11:03 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცოლმა შეაქო

 

ცნობილი სპორტსმენების მეორე ნახევრები ხშირად წუწუნებენ იმაზე, რომ მეუღლეებს მათთვის დრო ნაკლებად რჩებათ და სექსის ამბავში მათ შორის, რბილად რომ ვთქვათ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც შეიძლება ყოფილიყო. არადა, უსექსობა, აბა, როგორ იქნება?...

თუმცა, სერბი მეჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ცოლი ელენა როსტიჩი, სრულიად საპირისპირო რამეს ამბობს და საქვეყნოდ აცხადებს, რომ მისი ქმარი, სექსის ამბავში, სწორედაც რომ გამორჩეულად მრავლისშემძლე მამაკაცია და სულაც არ ჰგავს იმ კაცებს, ცოლ-ქმრულ მოვალეობას ეშმაკურად რომ არიდებენ ხოლმე თავს.

ელენა და ნოვაკი არც ისე დიდი ხანია რაც დაქორწინდნენ და სპორტის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მხურვალედ შეყვარებულ წყვილად ითვლებიან. ელენა რისტიჩი, ქმრის მსგავსად, წარმოშობით სერბია, თავის დროზე მოდელიც იყო და ახლაც, როცა თავისუფალი დრო აქვს, უარს არ ამბობს პოდიუმზე შედგომაზე. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102004