ინტერვიუები

14:29 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი ძირითად დროში გამარჯვებას გეგმავს

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი, ბერძნებთან გასამართი მეოთხედფინალური მატჩის წინ, მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაზე ნაკლებად ფიქრობს და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი გამარჯვებას ძირითად დროში მოიპოვებს.
თამაში პოლონეთის ქალაქ გდანსკში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
- მზად ხართ იმისათვის, რომ შესაძლოა, გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია გახდეს საჭირო?
- გვსურს, რომ თამაში ჩვენი გამარჯვებით 90 წუთში დავასრულოთ. მაგრამ რადგან ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, პენალტების სერიისთვისაც ვემზადებით.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვების მომტანი დარტყმის შემსრულებელმა დიდიე დროგბამ თქვა, რომ “ჩელსის” მეკარეთა მწვრთნელმა თქვენს მოსატყუებლად უტყუარი რჩევა მისცა. აქედან გამომდინარე, თერთმეტმეტრიანი დარტყმების მოგერიების სტილის შეცვლას ხომ არ აპირებთ?
- ამ საქმეში არ არსებობს წესები და ინსტრუქციები. ყველაფერი კონკრეტულ მომენტში ხდება და ნებისმიერი მეკარე იმ წუთის ინტუიციის მიხედვით მოქმედებს. ვიმედოვნებ, თუ საქმე მაინცდამაინც თერთემეტმეტრიანებამდე მივა, გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩება.
- იცით რომელი ბერძენი ფეხბურთელები შეასრულებენ მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებს? მეტოქის თამაში შეისწავლეთ?
- პენალტებთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გითხარით და მეტს ვეღარაფერს გეტყვით. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, რაღა თქმა უნდა მათი თამაში შევისწავლეთ. ვიცით, რომ ბერძნები ცდილობენ დაცვაში მაქსიმალურად კომპაქტურად ითამაშონ, აგრესიულები არიან და პრესინგს მიმართავენ. მათი მოდრეკა ძალიან ძნელია. მათ რიგებში განსაკუთრებით სახიფათონი გეკასი და სამარასი არიან, რომლებიც სიღრმიდან გრძელ გადაცემებს იღებენ. მეტოქე ეფექტურია სტანდარტული სიტუაციების შესრულებისასაც, მაგრამ ჩვენ მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093743