ფეხბურთი

17:22 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუ იორკი” ლამპარდს დღეს წარადგენს

“ნიუ იორკი” დღეს თავის ახალწვეულს – ფრენკ ლამპარდს წარადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას  Sky Sports ავრცელებს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ლამპარდი თავისუფალი აგენტი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რომელ გუნდში გაეგრძელებინა კარიერა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრენკი სათამაშოდ MLS-ში გადადის, სადაც “ნიუ-იორკის” ღირსებას დაიცავს.

ახალ გუნდში მისი თანაგუნდელი ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი – დავიდ ვილია იქნება. ამასთან, ლამპარდი ისტორიაში უკვე მეოთხე ფეხბურთელია, რომელიც პრემიერლიგიდან MLშ–ში გადავიდა. მანამდე ასეთი რამ რობი კინმა, ტიმ კეჰილმა და ჯერმენ დეფომ გააკეთეს.

 

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113347