ფეხბურთი

13:30 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედოს ლიგის განაცხადს მიღმა ტოვებენ

“მანჩესტერ სიტის” სამწვრთნელო შტაბი ტრავმირებულ ალვარო ნეგრედოს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადში არ შეიყვანს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

უეფამ განაცხადში ფეხბურთელთა რაოდენობა 21-მდე შეამცირა და “ქალაქელებს” რეზერვის მაქსიმალურად გამოყენება სურთ. მოგეხსენებათ, ესპანელმა ფეხი მოიტეხა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა და მოედანს 3 თვით დაემშვიდობა.

თუკი “სიტი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გააღწევს, განაცხადში ცვლილებების შეტანა და ნეგრედოს ტურნირში ჩართვა შეეძლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114791