ფეხბურთი

20:05 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მუნიაინი: “მხოლოდ დღევანდელ მატჩზე ვფიქრობთ”

“ბილბაოს” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, იკერ მუნიაინმა “ბატესთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზეა კონცენტრირებული.

“გუნდში კარგი განწყობაა და ყველანი მხოლოდ “ბატესთან” მატჩზე ვფიქრობთ. გასაგებია, რომ ბოლო დროს საქმეები მთლად კარგად არ მიგვდის, მაგრამ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და აუცილებლად გვექნება შედეგი.

მართალია, “ბატემ” “პორტოსთან” დიდი ანგარიშით წააგო, მაგრამ იოლი მატჩი არ გველის. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და მხოლოდ ასე მივაღწევთ სასურველ შედეგს. ორ ფრონტზე თამაში ადვილი არაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ”. – განაცხადა ბასკმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა დღეს 22:45 წუთზე დაიწყება.

ირაკლი ალიმბარაშვილი


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126256