თამაშგარე

13:21 | 12.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მტრობა კამერუნულად

კამერუნული ფეხბურთის ორ ყველაზე დიდ ვარსკვლავს – როჟე მილასა და სამუელ ეტოოს შორის, კარგა ხნის განმავლობაში მტრული დამოკიდებულება იყო. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ როჟე მილამ სამუელი მკაცრად გააკრიტიკა და კამერუნის ნაკრებისადმი აგდებულ დამოკიდებულებაში დასდო ბრალი. როჟეს არც ეტოო დარჩა ვალში, რომელმაც მილა უსაქმურ და ბოღმიან ბერიკაცს შეადარა, რომელიც გამწარებულია იმის, გამო, რომ ახალგაზრდა თაობამ აჯობა და ყველაფერს აკეთებს, რათა ახალგაზრდების წარმატება გააქილიკოს.
ცოტა ხნის წინ, კამერუნის  ნაკრების ქომაგების მოთხოვნით, როჟე მილა და სამუელ ეტოო საზეიმოდ შერიგდნენ, თუმცა მათმა ამ ხელოვნურმა “იდილიამ”, ბუნებრივია, დიდ ხანს ვერ გასტანა. დაპირისპირების ინიციატორი ამჯერად ეტოო აღმოჩნდა. იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას სამუელ ეტოომ განაცხადა: “კამერუნულ ფეხბურთში დღეს არსებული ცუდი სიტუაცია, უპირველესად როჟე მილას მსგავსი არაფრის მაქნისი ადამიანების ბრალია. სანამ ფეხბურთის სათავეებთან ასეთი ხალხი იქნება, წარმატებებს არ უნდა ველოდოთ“.
ეტოოს მწარე სიტყვებზე როჟე მილას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ საფიქრებელია, რომ მილა ახალგაზრდა თანამემამულის ამ გამოხდომას უპასუხოდ ნამდვილად არ დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166727