ჭიდაობა

17:20 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი ქართულ-ამერიკული ფინალით დასრულდება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა გივი მაჭავარიანმა (100 კგ) სლოვაკეთის ქალაქ სნინაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და უმაღლეს ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. თეიმურაზ ვანიშვილი (46 კგ) და შმაგი თოდუა (54 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

მაჭარაშვილი ფინალში ამერიკელ ჯორდან ვუდს დაუპირისპირდება. ვანიშვილი მონღოლ ნასანბუიან ნარმანდახს შეხვდება, ხოლო თოდუა – ყაზახ ბეგდაულეტ იერმეკს.

დღესვე სლოვაკურ ხალიჩაზე მედლები 63 და 76 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდება. საქართველოს სახელით საქმეში ივერი ჯულაყიძე (63 კგ) და მექი სიმონია (76 კგ) ჩაერთნენ მაგრამ ტურნირზე გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124642