ფეხბურთი

1:40 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელობა გლაზგოში - „მარიბორი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მთავარი მოულოდნელობა „მარიბორის“ მიერ „სელტიკის“ ჯგუფური ეტაპის მიღმა დატოვებაა. სლოვენიელებმა, პირველი თამაშის 1:1 დასრულების შემდეგ, გლაზგოელებს მათსავე მოედანზე სძლიეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 1999 წლის შემდეგ პირველად გააღწიეს.

შოტლანდიაში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. 75-ე წუთზე, მარკოს ტავარესმა მასპინძლებს საჯარიმოდან ბურთის ვერგამოტანა არ აპატია.

პირველ მატჩშის საფრანგეთში 1:0 მოგების შემდეგ, „პორტუმ“ „ლილს“ 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. პორტუგალიელები ევროტურნირის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ 41-ე წელია გადიან, რაც რეკორდია. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე „პორტუ“ მეცხრამეტედ მოხვდა, რაც, „ბარსელონასა“ და „რეალის“ მანჩვენებელთან ერთად, საუკეთესო შედეგია.

„პორტუმ“ ორივე გოლი მე-2 ტაიმში გაიტანა. 49-ე წუთზე, იასინ ბრაიმიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო 20 წუთში, მან ჯექსონ მარტინესს გაატანინა.

დანარჩენი 3 თამაში სტუმარი გუნდების განადგურებით დასრულდა. ბატე-მ, „სლოვანს“ პირველ ტაიმში 1:0 სძლია. ერთი კვირის წინათ გამართული თამაში 1:1 იყო დასრულებული და ბორისოველ გულშემატკივრებს მშვიდად ყოფნის საშუალება კარგა ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ, მაგრამ შეხვედრის მიწურულს სლოვაკები კაცნაკლილნი დარჩნენ, რითიც მასპინძლებმა ისარგებლეს და კიდევ 2 გოლი გაიტანეს.

3:0 მოიგო „ზენიტმაც“. სანკტ პეტერბურგელებმა, „სტანდარდთან“ გამართულ შეხვედრაში, ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს, მაგრამ შესვენებამდე მოდანზე 10 კაცით დარჩნენ. ამის მიუხედავად, ვილაშ ბოაშის გუნდმა მეტოქის კარის კიდევ 2-ჯერ აღება მოახერხა.

ყველაზე დამაჯერებლად აპოელ-მა მოიგო. დანიაში 1:1 თამაშის შემდეგ, კვიპროსელებმა „ოლბორგს“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ისტორიაში მესამედ მოიპოვეს.

 

ზენიტი-სტანდარდი 3:0 (1:0) (პირველი მატჩი 1:0)

სანკტ პეტერბურგი, “პეტროვსკი

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, სმოლნიკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, ფაიზულინი, ვიტსელი, ჰალკი (არშავინი 90), შატოვი (ანიუკოვი 83), დანი, რონდონი (ტიმოშჩუკი 46).

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ ბოაში.

სტანდარდი (4-4-2): კავაშიმა, სიმანი, ტეიშეირა, ფატი, ვან დამე, მ’პოკუ, ლუისი (აიდარევიჩი 69), ტრებელი, ბია (მბომბო 59), ვატი (ონო 58), დე კამარგო.

მწვრთნელი: გუი ლუზონი.

გოლები: 1:0 რონდონი (30), 2:0 ჰალკი (54, პენ), 3:0 ჰალკი (58).

გაფრთხილებები: კრიშიტო 14, ფაიზულინი 31, ჰალკი 83 - დე კამარგო 12, ვან დამე 53, სიმანი 62.

გაძევებები: ფაიზულინი 44 - ფატი 89.

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 20 (7)-15 (4), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 3-4, სეივი: 4-4, ჯარიმა: 15-15.

 

აპოელ-ოლბორდი 4:0 (2:0) (პირველი მატჩი 1:1)

ლევკოსია, “ნეო GSP

აპოელ (4-4-2): პარდო, სერხიო, გილერმე, კარლაო, ანტონიადესი, გომესი, მორაიში, ოლივეირა, მანდუკა (ალონეფტისი 61), დე ვინსენტი (ეფრემი 82), შერიდანი (ჯებური 79).

მწვრთნელი: გიორგიოს დონისი.

ოლბორგი (4-4-2): ლარსენი, კრისტენსენი (დალსგაარდი 46), პეტერსენი, ტელანდერი, ბლაბიერგი (გორტერი 62), ბორსტინგი (ელენიუსი 46), რისგარდი, ვიურცტი, ტომსენი, იაკობსენი, ენევოლდსენი.

მწვრთნელი: კენტ ნილსენი.

გოლები: 1:0 ოლივეირა (28), 2:0 დე ვინსენტი (43), 3:0 ალონეფტისი (64), 4:0 შერიდანი (75)

გაფრთხილებები: პეტერსენი 52, ტომსენი 55.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 21 (12)-9 (3), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 4-0, სეივი: 3-8, ჯარიმა: 12-12.

 

ბატე-სლოვანი 3:0 (1:0) (პირველი მატჩი 1:1)

ბორისოვი, “ბორისოვ არენა

ბატე (4-3-3): ჩერნიკი, კაგუში, პოლიაკოვი, ფილიპენკო, მლადენოვიჩი, ოლეჰნოვიჩი, ლიხტაროვიჩი (ალექსიევიჩი 61), ვოლოდკო, გორდეიჩუკი (იაკოვლევი 68), როდიონოვი (სიგნევიჩი 87), კრივეტსი

მწვრთნელი: ალექსანდრ იარმოლენკო

სლოვანი (4-2-3-1): პერნისი, სიკოსი, ჰუდაკი, გოროზიტო, იაბლონსკი, კოლცაკი, გრენდელი (პელტიე 83), ზოფჩაკი (სტეფანიკი 46), ფორტი (ვიტეკი 62), ალენარი, სუმა

მწვრთნელი: ფრანტიეკ სტრაკა

გოლები: 1:0 გორდეიჩუკი (41), 2:0 კრივეტსი (84), 3:0 როდიონოვი (85)

გაფრთხილებები: ოლეხნოვიჩი 43, ლიხტაროვიჩი 50 - სუმა 47, გოროზიტო 50, კოლჩაკი 87

გაძევება: სუმა 79

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 29 (10)-6 (3), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 4-3, სეივი: 3-7, ჯარიმა: 9-18.

 

პორტუ-ლილი 2:0 (0:0) (პირველი მატჩი 1:0)

პორტუ, “დრაგაო

პორტუ (4-1-4-1): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო (რეიესი 39), კაზემირო (რიკარდო 84), ტორესი, ერერა, ნევესი (ევანდრო 62), ბრაიმი, მარტინესი.

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.

ლილი (4-3-3): ენიეამა, ბერია, როზენალი, კიაერი, სუარე, გეიე (დელაპლასი 77), მავუბა, ბალმონი, კორშია (ლოპესი 71), რუ (მენდესი 67), ორიჟი.

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

გოლები: 1:0 ბრაიმი (49), 2:0 მარტინესი (69).

გაფრთხილებები: მენდესი 70, კიაერი 81, ბერია 90.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 8 (4)-10 (2), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 16-12.

 

სელტიკი-მარიბორი 0:1 (0:0) (პირველი მატჩი 1:1)

გლაზგო, “სელტიკ პარკი

სელტიკი (4-1-4-1): გორდონი, ლუსტიგი (ბოერიგტერი 72), ემბროუზი, ვან დეიკი, იზაგირე, იოჰანსენი, მაკგრეგორი, მალგრიუ, კაიალი (კომონსი 46), ბერგეტი (მეთიუზი 66), სტოკსი.

მწვრთნელი: რონი დეილა.

მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩ, სტოიანოვიჩი, რაიჩევიჩი, სულერი, ვილერი, ვრსჩიჩი (ბოჰარი 83), მერტელი, ფილიპოვიჩი, იბრაიმი, მენდი, ტავარესი (დერვისევიჩი 90+2).

მწვრთნელი: ანტე სიმუნძა.

გოლი: 0:1 ტავარესი (75).

გაფრთხილებები: კომონსი 48, ვან დეიკი 88, ბოერიგტერი 89 - სულერი 52, რაიჩევიჩი 54, სტოიანოვიჩი 79, ტავარესი 85.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 17 (2)-13 (5), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 0-1, სეივი: 4-2, ჯარიმა: 12-13.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141518