თამაშგარე

13:01 | 13.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოსმა ოლიმპიური წვეულება მოაწყო

იტალიელი ფეხბურთელის სტეფანო ბეტარინის ყოფილი შეყვარებული, ბრიტანელი მოდელი ქეით მოსი, წარსულში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამჟამად, 38 წლის ქალბატონი, ყველანაირად ცდილობს, რომ ყურადღების ქვეშ მოექცეს. ამის საუკეთესო საბაბად კი, ლონდონის ოლიმპიადა იქცა.
მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ მოსმა, ოლიმპიადის თემატიკაზე გრანდიოზული წვეულება მოაწყო. თავყრილობის საპატიო სტუმარი, ლონდონის თამაშების გამარჯვებული ჯგუფურ შეჯიბრებაში - 21 წლის ველომრბოლელი დანი კინგი იყო, რომელსაც ყველანი წარმატებას ულოცავდნენ.
წვეულებას, Rolling Stones-ის წევრი რონ ვუდი და მისი ახალი მოდელი მეგობარი გოგონა ჯორჯია დაგერიც ესწრებოდნენ, რომელიც პაპარაცებმა “ცხვირის ნესტოში ძრომიალისას” დააფიქსირეს. დანი კინგს გამარჯვება, ქეითის დიდი ხნის მეგობარმა, ტოპ-მოდელმა ნაომი კემპბელმა და სხვა ცნობილმა სახეებმაც მიულოცეს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089488