თამაშგარე

10:21 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორენო ტორიჩელის უცხოპლანეტელების არსებობის სჯერა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, მორენო ტორიჩელი დარწმუნებულია, რომ ჩვენს გალაქტიკაში დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზე სიცოცხლე აუცილებლად არის და იგი ამ დასკვნამდე უფოლოგთა (უცხოპლანტელების შემსწავლელი მეცნიერება) წიგნების კითხვით მივიდა.

 

მორენო ტორიჩელი ამბობს, რომ დარწმენებულია უცხოპლანეტელთა არსებობაში და ისიც სჯერა, რომ უცხოპლანეტელები ჩვენ, ადამიანებს შორიდან გვაკვირდებიან და რამდენჯერმე კონტაქტის დამყარებაც სცადეს.

 

რამდენად მართალი შეიძლება იყოს ერთ დროს იტალიის ნაკრების მობურთალი – ეს თავად განსაჯეთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ უიღბლო სამწვრთნელო კარიერის შემდეგ მორენო ტორიჩელს აშკარად ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მსგავს თემებზე ფიქრი და მსჯელობაც ამიტომ დაიწყო.

0.156088