თამაშგარე

10:33 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მომხიბვლელი ნატალი ვებერი

არგენტინელი ფეხბურთელის, მაურო სარატეს საფეხბურთო კარიერა დიდ ბრიტანეთში გრძელდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი სპორტული კარიერა ბოლო დროს აღმავლობის გზაზეა. სამაგიეროდ, ცოლი ჰყავს ისეთი ცნობილი და წარმატებული, თუნდაც ამით განიქარვებს ყოველივე დარდს.

მაუროს მეუღლე, ცნობილი მოდელი, ნატალი ვებერი გახლავთ, რომელმაც არგენტინელ მობურთალს ცოტა ხნის წინ შვილიც გაუჩინა. ბავშვის დაბადებამდე, სარატე და ნატალი, ერთადაც კი არ ცხოვრობდნენ და მხოლოდ ვნებიანი პაემნებით შემოიფარგლებოდნენ. შვილმა ყველაფერი შეცვალა.

ნატალი ვებერი ამჟამად ტანსაცმლის ცნობილი ბრენდების სახეა და ქალის საცვლების  საკუთარი ხაზიც აქვს. თუმცა, მისი პოპულარობა მაინც ჟურნალებისათვის პოზიორობამ განაპირობა. სხვათა შორის, სარატეს მეუღლე აღიარებს, რომ ფეხბურთი დიდად არ ესმის და მისი საფეხბურთო განათლება მხოლოდ ქმრის ქომაგობით შემოიფარგლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17269