თამაშგარე

10:45 | 3.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეს რინგის ნაცვლად ციხე ელოდება

მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონი კრივში რომან გრინბერგი, რომელმაც 2006 წელს ინტერკონტინენტალის ჩემპიონის ტიტული მოიგო, შესაძლოა მალე საბრალდებო სკამზე ვიხილოთ. გრინბერგი მხილებულ იქნა რა სუტენიორობაში, დანაშაულებრივ გარიგებასა და ადამიანებით ვაჭრობის მცდელობაში, _ უმალ მიიმალა.

მოკრივის საქმეზე გამოძიება წელიწადნახევრის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. როგორც საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, გრინბერგი უკრაინელ გოგონებს ისრაელში ჩასვლაში ეხმარებოდა და შემდეგ პორნოინდუსტრიაში ითრევდა.

როგორც მისი ადვოკატი გაბი შმუელი აცხადებს, გრინბერგი ბრალდების რამდენიმე პუნქტში დანაშაულს უარყოფს. მაგრამ ცხადია, რომ მოკრივეს ციხე არ ასცდება და თავის ტიტულებს ამით საკმაო ჩრდილსაც მიაყენებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099239