სხვა

1:12 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეებს წარმატება მიულოცეს

ევროკავშირის ქვეყნების ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

ჩვენს გუნდს აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ კრივის გულშემატკივრები და “ქართული სპორტის ქომაგები”. საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთში დასრულებულ ევროკავშირის ქვეყნების ჩემპიონატზე 7 სპორტსმენით იასპარეზა და 23 ქვეყანას შორის გუნდური მეექვსე ადგილი აიღო.

ჩვენმა მოკრივეებმა აღნშნულ ტურნირში მონაწილეობა პირველად მიიღეს და დებიუტი 3 მედლით აღნიშნეს. ვერცხლის მედლები გუნდს ლევან გულედანმა (91 კგ.) და ოთარ ერანოსიანმა (60 კგ.) მოუტანეს, ბრინჯაოს სინჯის ჯილდო  კი მიხეილ ბახტიძეს (+91 კგ.) ერგო.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ტურნირი 8 აგვისტოს დაიწყო და კვირას ფინალური ორთაბრძოლებით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111765