ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, ერთ დროს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო, რაც დიდი ფეხბურთიდან წავიდა, გამუდმებით წონას ებრძვის.
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, წონის დასაკლებად საკრივო დარბაზში დაიწყო ვარჯიში და ერთ-ერთ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მალე რონგზე მსოფლიოში საუკეთესო მოკრივეს ფლოიდ მეივეზერს გაუწევს წინააღმდეგობას.
ვნახოთ, როგორ წარიმართება ამჟამად უკვე მოკრივე რონალდოს სპორტული კარიერა..







