თამაშგარე

12:27 | 18.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოღალატე ინძაგი

 იტალიური “მილანის“ თავდამსხმელს - ფილიპო ინძაგის, გამუდმებულმა ტრავმებმა საფეხბურთო კარიერა კი ჩაუმწარა, მაგრამ ვერაფერი დააკლო მის სასიყვარულო თავგადასავლებს. პიპო ძველებურად უცოლო კაცია და სიყვარულის მორევში თავით არის გადაშვებული. ინძაგის უკანასკნელი საყვარელი - მოდელი და ტელეწამყვანი ალესია ვენტურა, ნამეტანი გაუნაწყენებია ფეხბურთელის გამუდმებულ ღალატს და რაკი პიპოს სხვა ქალებისაკენ “გახედვა“ ვერ მოაშლევინა, განშორება გადაწყვიტა.
როდესაც ფილიპო ინძაგი ალესიას ხვდებოდა, ლამაზმანმა ორჯერ ამხილა ფეხბურთელი ღალატში, მაგრამ ორჯერვე დიდსულოვნად აპატია. თუმცა, ალესიას მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც გაიგო, რომ ინძაგიმ მის ერთ-ერთ კონკურენტთან - მოდელ სილვია ალენჯოსთან გაიაზიარა სარეცელი. ჰოდა, ვენტურას ისღა დარჩენოდა, ინძაგისთან ურთიერთობებისათვის საბოლოოდ დაესვა წერტილი.
ფილიპო პრესასთან არანაირ კომენტარს არ აკეთებს ალიასია ვენტურასთან დაშორებასთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ ეს განშორება რეალურად მოხდა და ინძაგის უკვე სხვა სასიყვარულო “ფლანგზე“ მოუწევს განავარდება.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165979