ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მთელ ინგლისს პირზე ლონდონის “არსენალის” კამერუნელი ფეხბურთელის – ალექს სონგის საქციელი აკერია. სონგი თავიდან ყველას ჩუმი, უთქმელი და თავმდაბალი კაცი ეგონა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ შავტუხა მამაკაცის ბუნებაში ჭეშმარიტი აფრიკული პანტერა იმალება და სწორედ ეს ”პანტერა” გახდა მისი მრავალი პრობლემის მიზეზი.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სამშობლოში ჩასულმა ალექსმა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში გვარიანად მოილხინა და დიდებულ ქართულ ენაზე რომ ვთქვათ - ისე გაილეშა, რომ პატრონს ვერ ცნობდა. მთვრალსა და ცხოვრების სხვა თვალით შემხედავ სონგის თურმე ნამეტნავად მოეწონა რესტორანში მყოფი ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც ჯერ შორიდან უპაჭუნა თვალები და რაკი ასე არაფერი გამოუვიდა, საპირფარეშოში შესულს მიეჭრა და სწორედ ის დაუპირა, რაც იმ მომენტში მისი ბუნების კაცს ყველაზე მეტად უნდოდა.
ხელების ფათური ეგრე არ უნდაო და ალექს სონგის მკლავებში მოქცეულ ლამაზმანს ისეთი ამბავი აუტეხავს, ლამის სრულიად კამერუნის პოლიცია დაეცათ თავს. ფეხბურთელმა სიტუაციიდან თავის დაძვრენა მოახერხა და როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, ამჟამად მიმალვაშია. თუკი სონგს ქალის გაუპატიურების მცდელობა დაუმტკიცდა, მინიმუმ 3 წელი მაინც მოუწევს ციხეში ყურყუტი. სამი წელი კი ის დროა, როდესაც ბორკილდადებულ ყოფილ ფეხბურთელს სხვა პროფესიის დაუფლებაზე მოუწევს ფიქრი.







