ფეხბურთი

14:48 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მოაზროვნეთა კლუბი” – შენი გზა წარმატებისაკენ!!!

 

პატივცემულო მომხმარებლებო! ბესტ-ბეტი გთავაზობთ მორიგ საინტერესო სიახლეს.

ჩვენს საიტზე იხსნება ახალი სერვისი – “მოაზროვნეთა კლუბი”, სადაც თქვენ შეგეძლებათ საკუთარი პროგნოზების გამოქვეყნება, აზრების გაცვლა, რჩევების მიღება და გამჭრიახობაში ერთმანეთთან გაჯიბრებაც კი. აქ მოგეცემათ უნიკალური შანსი, თქვენი პროგნოზები ჩვენს საიტზე განათავსოთ, გაყიდოთ ისინი და ამით გარკვეული შემოსავალი მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად. ეს არის თქვენი შანსი, ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციოთ!

უფასო პროგნოზებს, ცხადია, მეგობრული რჩევის ხასიათი ექნება და მათი გამოყენების შესაძლებლობა “მოაზროვნეთა კლუბის” ნებისმიერ წევრს მიეცემა. იქვე საშუალება გექნებათ, თქვენი გათვლების ლოგიკა ახსნათ, ურჩიოთ მოთამაშეებს, რა ოდენობის თანხის დადება ღირს ამა თუ იმ ბილეთსა თუ ცალკეულ თამაშზე.

რაც შეეხება თქვენს ფასიან პროგნოზებს, თავად შეგიძლიათ აირჩიოთ მისი სტრატეგიაც (იქნება ეს ერთთამაშიანი პროგნოზი, ორ- ან რამდენიმეთამაშიანი ბილეთი თუ ე. წ. “მინუსოვკა”) და ღირებულებაც (რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში). თუკი ბესტ-ბეტის რომელიმე მომხმარებელი ამ პროგნოზს შეიძენს, თქვენ მიიღებთ პროგნოზში გადახდილი, თქვენს მიერ დაწესებული თანხის ნახევარს (რა თქმა უნდა ინ შემთხვევაში თუ თქვენი პროგნოზი გამართლდა), ხოლო მეორე ნახევრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს საიტის ადმინისტრაცია დაფარავს. ეს პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია მიღებული, ხოლო საქართველოში ბესტ-ბეტი ამ სფეროს პიონერია.

მნიშვნელოვანი მომენტი: “მოაზროვნეთა კლუბში” ფასიანი პროგნოზის გამოქვეყნება დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთი პროგნოზის განთავსება მის ავტორს დიდ მორალურ ვალდებულებებს აკისრებს – ის ხომ სხვა ადამიანებს პროდუქციას საფასურის სანაცვლოდ აწვდის და ეს პროდუქცია გარანტირებულად მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ყველაფერი მარტივადაა: გაყიდი სწორ პროგნოზს და შეიქმნი საიმედო პროგნოზისტის სახელს, ანუ შენს მომდევნო პროგნოზებსაც ეყოლება მყიდველი.

გარდა მორალური პასუხისმგებლობისა, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: მოთამაშეს, რომელიც შეიძენს “მოაზროვნეთა კლუბის” წევრის ფასიან პროგნოზს, ამ პროგნოზის არგამართლების შემთხვევაში მასში გადახდილი თანხა ანგარიშზე დაუბრუნდება, ხოლო პროგნოზის ავტორი ვერაფერს მიიღებს. ეს უფრო მეტად ზრდის პროგნოზისტის მოტივაციას და სტიმულს, რათა ხარისხიანი, საფუძვლიანად მოფიქრებული და გაანალიზებული პროგნოზი გაყიდოს

აქ არ იქნება რაც შეიძლება მაღალი “კუშის” რაც შეიძლება ძვირად გაყიდვის პრაქტიკა. აქ იქნება მხოლოდ ღრმა ანალიზის საფუძველზე შედგენილი პროგნოზის გონივრული საფასურის სანაცვლოდ შეთავაზება, რათა თქვენც იხეიროთ და თქვენი პროგნოზით მოსარგებლე მოთამაშემაც. პროგნოზის შეფასების მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მისი კვალიფიციურობა და სანდოობა, და არა კოეფიციენტის სიდიდე.

შეიძლება ისე მოხდეს, რომ თქვენც გაგიჩნდეთ თანაკლუბელის პროგნოზის შეძენის სურვილი, ანუ თქვენც უნდა მიენდოთ სხვის ანალიტიკურ უნარს და ცოდნას. ამიტომ ეცადეთ, ფასიანი პროგნოზის შედგენას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოთ.

...და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ჩვენს საიტზე გამოქვეყნდება მრავალფეროვანი რეიტინგები. შედგება პროგნოზისტთა რეიტინგი – როგორც სპორტის სახეობების მიხედვით, ისე ქვეყნების, ჩემპიონატების, კოეფიციენტების სიდიდის გათვალისწინებით. ასევე გამოქვეყნდება ტოტალიზატორებში დატვირთული თამაშების მუდმივად განახლებადი სია.

რისთვისაა საჭირო ეს რეიტინგები? პროგნოზების პოტენციურ მყიდველებს ამ რეიტინგების მიხედვით საშუალება ექნებათ, დასკვნები გამოიტანონ “მოაზროვნეთა კლუბის” ამა თუ იმ წევრის მიერ გაკეთებული პროგნოზების სანდოობაზე, ხოლო დატვირთული თამაშების სია შედეგის ამოცნობაში დაეხმარებათ.

ბუნებრივია, კლუბის უფრო მაღალრეიტინგიან წევრს პროგნოზების გაყიდვის მეტი შანსი ექნება. ამდენად, ხარისხიანი პროგნოზების შედგენა “მოაზროვნეთა კლუბის” თითოეული წევრის მიზანი უნდა იყოს.

კლუბის წევრობა ფასიანი იქნება. თვეში 25 ლარის გადახდის შემთხვევაში თქვენ გაგიაქტიურდებათ “ფასიანი პროგნოზისტის” სტატუსი. ვფიქრობთ, ეს ადეკვატური საფასურია – დღეში 1 ლარზე ნაკლები გამოდის, სამაგიეროდ კი თქვენ თავადაც შეგეძლებათ საკუთარი ბიზნესის წარმოება.

გისურვებთ წარმატებებს და გპირდებით, რომ მოკლე ხანში ბესტ-ბეტი შემოგთავაზებთ მორიგ სიახლეს, რომლის პრეცედენტიც საქართველოში ასევე არ არსებობს! დავეხმაროთ ერთმანეთს წარმატების მიღწევაში!

http://www.best-bet.ge/

 ®

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110926