თამაშგარე

13:16 | 18.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოამარ კადაფი და ფეხბურთი

ევროპულ-ამერიკულმა ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომლებიც ლიბიის აწგარდაცვილი დიქტატორის, მოამარ კადაფის ცხოვრებასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს დეტალურად სწავლობენ, დაადგინეს, რომ მოამარს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან პრობლემების შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, შვედური საფეხბურთო კლუბის, ”მალმიოს” შეძენა ჰქონია გადაწყვეტილი და შვედებთან მისი აგენტები კლუბის შესაძენ ფასზეც კი იყვნენ მორიგებულები.
კადაფების ოჯახისათვის ფეხბურთი უცხო არასოდეს ყოფილა. ალბათ, ყველას გახსოვთ, მოამარის ერთ-ერთი ვაჟის, იტალიის ”პერუჯაში” ფეხბურთელობის უიღბლო მცდელობა. ამას გარდა, ლიბიის ყოფილი დიქტატორი სხვადასხვა გზებით ლიბიის საფეხბურთო ნაკრების გაძლიერებასაც მუდმივად ცდილობდა და არაერთ სხვა ქვეყნის წარმომადგენელ აფრიკელ ფეხბურთელს გადაუკეთეს პასპორტი ლიბიის მოქალქეობის სასარგებლოდ.
შვედეთის ”მალმიოს” ამჟამინდელი მფლობელები აცხადებენ, რომ მოამარის აგენტმა მათ გაუმხილა, თუ რატომ აირჩია ლიბიის დიქტატორყოფილმა შესაძენად მაინცადამაინც “მალმიო”. თურმე, მოამარ კადაფს ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე შემთხვევით თვალი შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩისათვის მოუკრავს. მატჩი ”მალმიოს” მოუგია და კადაფს ძალიან მოსწონებია ეს გუნდი.
მოკლედ, ცოტა ჭკვიანურად რომ მოქცეულიყო, დღეს ამ კლუბის პრეზიდენტიც იქნებოდა...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09545