თამაშგარე

11:03 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მისტერ და მისის ჰაასები

არცთუ ისე ცნობილმა მსახიობმა და მომღერალ დევიდ ფოსტერის ქალიშვილმა სარა ფოსტერმა, სულ ახლახანს საკმაოდ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და თავისი მრგვალი ფორმებით უფრო ბევრი თაყვანისმცემელი მამაკაცი შეიძინა, ვიდრე მსახიობური ოსტატობით. ფოსტერის კინოკარიერა 2000 წლიდან დაიწყო. 2005 წელს ლესბოსელის როლი შეასრულა არცთუ ცნობილ ფილმში. ამ დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ჰაასი. წყვილი მალევე დაქორწინდა და ქალიშვილიც შეეძინა.
ამჟამად სარა მსახიობობით უფრო ნაკლებადაა დაკავებული – შიშვლად პოზირებაში უფრო ნაკლებ ოფლს ღვრის და ახირებული რეჟისორების სურვილების შესრულება არ უწევს. არც მისი მეუღლე იწუხებს მაინცდამაინც თავს ჩოგნის ქნევით - მხართეძოზე წამოწოლი, პრიალა ჟურნალებში ცოლის მიმზიდველ ფოტოებს ათვალიერებს და ხანდახან თავის წარმატებულ სპორტულ წარსულს იხსენებს...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.196406