“მილანის” გენერალურმა მდივანმა ბარბარა ბერლუსკონიმ ტვიტერზე დაწერა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო სეზონის გახსნას მოუთმენლად ელის. მოკლე განცხადება მან სერია A-ს მე-16 ტურში, “რომასთან” გამართული მატჩის (2:2) შემდეგ გააკეთა. ძირითადად კი უშუალოდ თამაშზე გაამახვილა ყურადღება.
“ძალიან დასანანი პენალტით დავისაჯეთ, მაგრამ გაბრიელი ნიჭიერი მეკარეა. ასევე საწყენია, რომ ყვითელი ბარათი მიიღო მონტოლივომ და “ინტერთან” მატჩში მის გარეშე მოგვიწევს მინდორზე გასვლა, მაგრამ მისი ღირსეული შემცვლელებიც გვყავს. შემადგენლობის გაძლიერებაზეც ვფიქრობთ და სატრანსფერო სეზონის გახსნას ველით” – განაცხადა ბარბარა ბერლუსკონიმ.







