ამერიკული ფეხბურთის გუნდის “ჯექსონვილ ჯექსის” 29 წლის ამერიკელი მოთამაშე აარონ როსი ეროვნულ ჩემპიონატში არ იასპარეზებს. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელის 27 წლის მეუღლე სანია რიჩარდს-როსი ცნობილი მორბენალია და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. მოსიყვარულე მეუღლე კი შეპირდა, რომ ყოველ გარბენზე უგულშემატკივრებდა.
ვიდრე აარონი “ჯექსონვილ ჯექსთან” 15 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს გააფორმებდა, მასში დამატებითი პუნქტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც სეზონის მსვლელობისას შეუძლია დაისვენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როსი კონტრაქტზე უარს ამბობდა.
აქვე გეტყვით, რომ სანია 400 მეტრზე რბენაში ოლიმპიური ჩემპიონია. 2004 წელს, ათენში, 1600-მეტრიან დისტანციაზე ყველას აჯობა და ოქროს მედალი მიიღო, ხოლო 2008 წელს, პეკინში, 400 მეტრზე - ბრინჯაო.







