ჩოგბურთი

15:21 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი ყაზახურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

მეოთხედფინალურ ეტაპზე მეტრეველი მე-5 ნომრად განთესილ სლოვაკ ფილიპ ჰორანსკის დაუპირისპირდა და 1:6, 3:5-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მეტრეველი და ჰორანსკი ერთმანეთს გასულ კვირაში შიმკენტის ტურნირისვე ფინალში გაეჯიბრნენ და მაშინ, ქართველმა იოლად იმარჯვა – 6:4, 6:3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11669