ჩოგბურთი

17:08 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი და ჰორანსკი ფინალს გაიმეორებენ

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

მეტრეველმა მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ რომან ხასანოვს 4:6, 6:1, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში სლოვაკ ფილიპ ჰორანსკის ეთამაშება, რომელსაც გასულ კვირაში შიმკენტის ტურნირის ფინალშივე 6:4, 6:3 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107986