ჩოგბურთი

0:05 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი და ცივაძე შიმკენტის ტურნირში ჩაერთვნენ

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში დაწყებული 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-8 ნომრად განთესილი ალექსანდრე მეტრეველი რუს ფიოდორ ჩერვიაკოვს გაეჯიბრა და 7:5, 6:4 იმარჯვა.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე უკრაინელ ალექსანდრ კუშაკოვს და გერმანელ ლეონ შუტს შორის შეხვედრაში ირკვევა.

საწყისი წრის მატჩი ჯერაც გასამართი აქვს გიორგი ცივაძეს, რომელიც ძალებს რუს ივან გახოვთან მოსინჯავს.

წყვილებში ცივაძემ და რუსმა ალექსანდრე იარკოვმა უზბეკურ დუეტთან (შიპილოვი-ცოი) 2:6, 4:6 წააგეს, ხოლო მეტრეველი და ყაზახი რომან ხასანოვი უკრაინელებს – ალეკსეენკოს და კუშაკოვს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114528