რუსთავის „მეტალურგს“ ახალი დირექტორი ჰყავს. გიორგი სააკაძე ზაზა დოლიძემ ჩაანაცვლა. მან კლუბი ოფიციალურად 3 ივნისს ჩაიბარა. ”მეტალურგი” ახალი სეზონისთვის მზადებას 24 ივნისიდან შეუდგება. მანამდე კი კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე მუშაობს. ვინ დარჩება და რომელი ფეხბურთელები შეუერთდებიან გუნდს უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ “მეტალურგმა” საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი მე–7 ადგილზე დაასრულა. დავით ყიფიანის სახელობის თასზე კი გუნდი ნახევარფინალში გავიდა.
საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” პრესსამსახური









