სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი წრის ბოლო მატჩში გერმანიის “ფლენზბურგმა” შინ 24:22 დაამარცხა მაკედონიის “ვარდარი”.
სკოპიელებმა პირველი ტაიმი 14:13 მოიგეს, მაგრამ მეორეში “ფლენზბურგის” უპირატესობა აშკარა იყო. დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ისინი 24:20 იგებდნენ და მხოლოდ ბოლოში გაუშვეს 2 გოლი.
გერმანულ კლუბში ყველაზე შედეგიანები იყვნენ დანიელები – ანდერს ეგერტი (6 გოლი, 3 პენალტით) და ლასე სვანი (5), ხოლო სტუმართაგან – ხორვატი იგორ კარაჩიჩი (9).
საპასუხო მატჩები 26-27 აპრილს გაიმართება. გამარჯვებულები გადიან “ოთხთა ფინალში”, რომელსაც კიოლნი 31 მაისსა და 1 ივნისს უმასპინძლებს.
ჩემპიონთა ლიგა. კაცები. მეოთხედფინალის პირველი მატჩები
19 აპრილი
პსჟ (საფ) – ვესპრემი (უნგ) 26:28
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – კილი (გერ) 21:31
20 აპრილი
ლიოვენი (გერ) – ბარსელონა (ესპ) 38:31
21 აპრილი
ფლენზბურგი (გერ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 24:22
საპასუხო მატჩები – 26-27 აპრილს
www.geohandball.ge