ფეხბურთი

13:53 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მენთეშაშვილი “ტორპედოში” ითამაშებს

ზურაბ მენთეშაშვილი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ამის შესახებ “მსოფლიოს სპორტს” საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრესატაშემ კახა მგელაძემ აცნობა.

მენთეშაშვილი ბოლოს სწორედ “საბურთალოში” თამაშობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში.

33 წლის საყრდენი ნახევარმცველი “ტორპედოში” რევაზ ძოძუაშვილმა მიიწვია, რომელსაც მენთეშაშვილთან არაერთ კლუბში თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უმუშავია და მისი შესაძლებლობები კარგად იცის.

“ტორპედოს” “საბურთალოს” კიდევ ერთი ფეხბურთელის რევაზ გოცირიძის წაყვანაც სურდა, მაგრამ ჯერ ეს საკითხი გაურკვეველია.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109224