კალათბურთი

18:06 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეჯიქმა” ლუკ რიდნური დაიმატა

“ორლანდო მეჯიქმა” ვეტერანი კალათბურთელი – ლუკ რიდნური დაიმატა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ეს ტრანსფერი “მეჯიქის” გენერალურმა მენეჯერმა – რობ ჰენიგანმაც დაადასტურა. ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება. მოსალოდნელია, რომ რიდნური “ორლანდოს” მესამე გამთამაშებელი იქნება ვიქტორ ოლადიპოსა და ელფრიდ პეიტონის შემდეგ.

33 წლის ვეტერანი შარშანდელი სეზონის სტარტზე “მილუოკი ბაქსში” ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იყო, მოგვიანებით კი “შარლოტში” გადავიდა. ჯამში, 2013-2014 წლების სეზონში რიდნურმა 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რიდნური ლიგაში 2003 წელს მივიდა და კარიერაში საშუალოდ 9.6 ქულას, 4.6 შედეგიან გადაცემასა და 2.3 მოხსნას აგროვებს.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114557