სხვა

14:56 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მედია სემინარი

საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, 4 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ (ქ. თბილისი, თელავის ქ. 20) მედია სემინარი გაიმართება.  

სემინარის მიზანი:  მასმედიის წარმომადგენლებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკის, ტერმინოლოგიის  გაცნობა და პროფესიული ცოდნის გაღრმავება; სოციალური მედიის საშუალებების გამოყენებით ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს ახალგაზრდების ცოდნასა და პრობლემატიკისადმი დამოკიდებულებაში, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის   საკითხების ირგვლივ, რათა  ჟურნალისტებმა გააცნობიერონ,  შესაძლებლობათა შეზღუდვა საზოგადოების პრობლემაა და არა მხოლოდ მათი ვინც მას ფლობს, დაინახონ შშმ პირთა  მრავალფეროვანი შესაძლებლობები და ბუნებრივი პოტენციალი, ვინაიდან  მასმედიას რეალურად შესწევს იმის ძალა, საზოგადოების დამოკიდებულება ობიექტური და პოზიტიური გახადოს. სემინარის ერთ-ერთი მიზანია   დავუახლოვდეთ და ”დავმეგობრდეთ” მედიის წარმომადგენლებთან. ვაჩვენოთ განსხვავება ინვალიდობის საოციალურ და სამედიცინო მიდგომებს შორის, რომელი და რატომ გვიშლის ხელს და რატომ გვეხმარება. აგრეთვე სიუჟეტებისა და გადაცემების დროს გამოყენებული იქნეს სწორი ტერმინოლოგია.

პარაოლიმპიური მოძრაობის შესახებ:  პარაოლიმპიურ მოძრაობას საფუძველი დიდ ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა და სპინალური დაზიანების მქონე ვეტერანთა სოციალურ რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად. პირველი პარაოლიმპიური თამაშები რომში 1960 წელს გაიმართა, ხოლო 1988 წლიდან ის ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიურ წელს იგივე ქალაქებში და სპორტულ არენებზე ტარდება. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე 20 სპორტულ სახეობებში მონაწილეობა 164 ქვეყანამ და 4237 ათლეტმა მიიღო. დამყარდა 251 მსოფლიო რეკორდი. გაიყიდა 2 მილიონზე მეტი ბილეთი.

საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შესახებ: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტს საფუძველი 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩაეყარა, თუმცა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი (სეპკ) 2003 წელს დაარსდა. პირველად პარაოლიმპიადაზე საქართველომ 2008 წელს პეკინში იასპარეზა. მაშინ ძალოსანმა იაგო გორგოძემ წოლჭიმში მერვე ადგილი აიღო. სეპკ-ი ზრუნავს საქართველოში პარაოლიმპიური მოძრაობისა და შშმ პირთა სპორტის განვითარებაზე. ამჟამად, რიო დე ჟანეიროს 2016 პარაოლიმპიური თამაშებისთვის ამზადებს სპორტსმენებს სპორტის შემდეგ სახეობებში: ცურვა, ფარიკაობა, წოლჭიმი, მშვილდოსნობა, სპორტული ცეკვა, სროლა, პარაკანოე და ველოსპორტი. 2012 წელს BP საქართველო გახდა სეპკ-ის ოფიციალური პარტნიორი და ხელი შეუწყო პარასპორტსმენების მონაწილეობას ლონდონის პარაოლიმპიადაზე. ამჟამად BP საქართველო პარაოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია და მხარს უჭერს კომიტეტის განვითარებას და პარასპორტსმენების წარმატებით ასპარეზობას 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე. ეს BP საქართველოს მიერ დაფინანსებული რიგით მესამე სემინარია  და სემინარები ჩვენი ერთიანი სამოქმედო გეგმის ნაწილია. 2013 წელს დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორადნუმის მიესაქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რომლის ფარგლებშიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ჯარისკაცები პარაოლიმპიურ მოძრაობაში შეძლებენ სრულფასოვან ჩართვას.

 

მედია სემინარის პროგრამა 

12:00 – 12.15

რეგისტრაცია - სემინარის გახსნა

 

12:15 – 12.30

ლელა აფციაური - საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი;   პარაოლიმპიური კომიტეტის წარდგენა;  პარასპორტის მნიშვნელობა;

 

12:30 – 12:40  

ვიდეო რგოლების ჩვენება

 

12:40 – 13:00 

რევაზ რევაზიშვილი - საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი;

სპორტის სახეობების და პარასპორტსმენების წარდგენა

 

13.00 – 13.30 

შესვენება - კოფი ბრეიქი 

 

13:30 – 14:00

ნინო მეუნარგია - საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; მედიის როლი, შშმ პირთა მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჩამოყალიბებაში;  პროფესიული ცოდნის გაღრმავება.

 

14.00 – 14.30

რატი იონათამიშვილი - საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გამგეობის წევრი, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ლიდერი; შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია

 

14.30

სერტიფიკატების გადაცემა, სემინარის დახურვა

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ

დაუკავშირდეთ  პარაოლიმპიური კომიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის

ხელმძღვანელს ნინო მეუნარგიას

(995 577)440705

 Georgianparalympic@gmail.com

 

საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი 

0.111471