სხვა

0:29 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეცამეტე-მეთექვსმეტესთვის გააგრძელებენ

საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპირველობის მე-3 ტურში იტალიასთან 7:14 წააგო. ეს გასაკვირი არ ყოფილა, რადგანაც აპენინელები A ჯგუფის ლიდერებად მიიჩნეოდნენ და მანამდე თურქეთს (19:4) და საბერძნეთსაც (7:4) სძლიეს.

ამგვარად, ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს და ახლა, ბრძოლას მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

27 აგვისტოს, 12:40 საათზე მასპინძელთა პირისპირ გერმანელი წყალბურთელები დადგებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127859