ფეხბურთი

14:47 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ “ემპოლისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ, იტალიის სერია A-ში დაბრუნებულ “ემპოლისთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი pianetaempoli.it-ი იუწყება.

24 წლის ქართველს კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ივნისამდე აკავშირებდა, ხოლო ახლა “ემპოლიში” 2016 წლის ივნისამდე დარჩება.

მჭედლიძე “ემპოლიში” 2006 წლიდან გამოდის და 91 მატჩში 8 გოლი გაუტანია. 2008-2010 წლების სეზონები მან “პალერმოში” გაატარა, სადაც 11 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112533