თამაშგარე

13:39 | 12.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

მახნო ისტორიაში შევიდა

რუსეთის ნაკრებისა და ყაზანის “დინამოს” 30 წლის ფრენბურთელმა ლესია მახნომ მამაკაცთა ჟურნალ “მაქსიმის” გარეკანი დაამშვენა.
“ეს მოვლენა უდაოდ რუსული ფრენბურთის ისტორიაში შევა, - განაცხადა სააგენტო “უნივერსუმის” დირექტორმა იაროსლავ დიმიტრიევმა, რომლის კლიენტიც მახნოა – ალესიას ფოტოსესია რუსეთის ნაკრების აქტიურ მზადებას დაემთხვა ოლიმპიადისთვის, მაგრამ მაინც მოვახერხეთ მისი განხორციელება. მჯერა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენს ქვეყანაში ფრენბურთის პოპულარობის ზრდისკენ, რისადმიც ყველანი, ასე მივისწრაფით”.   
შარშან, ლესია ყაზანის “დინამოში” გადავიდა, რომელთან ერთადაც ქვეყნის სამგზის ჩემპიონი გახდა. 2007 და 2009-წლებში ჩემპიონატის ოქრო მახნომ მოსკოვის “დინამოს” შემადგენლობაში მოიპოვა და ამავე წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მიაღწია. 2010 წელს კი, რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემიონის ტიტული დაისაკუთრა.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095603