თამაშგარე

13:04 | 1.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მათ ფეხბურთი აერთიანებთ

ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ჯეიჯეი ვოტსი ამერიკელ ფეხბურთელ ქალს სიდნი ლეროქსს ხვდება. დიდი ხანია ამ წყვილის გარშემო ჭორები აგორდა, თუმცა მტკიცებულება მხოლოდ 3 კვირის წინათ გამოჩნდა.
ფოტოზე სიდნის აეფსი-ს (კლუბი სადაც ვოტსი თამაშობს) კეპი ახურავს. თუ მისი ამ თამაშზე დასწრება არაფრის მთქმელია მკითხველისთვის, იმედია, ფოტო მაინც იწვევს ცოტაოდენ ეჭვს. კიდევ ერთი ფაქტი, რომ  ვოტსი და ლეროქსი ერთად არიან, ვოტსის ძმის მიერ “ტვიტერზე” გაზიარებული ფოტოა, სადაც ვარსკვლავები გვერდიგვერდ არიან დაფიქსირებული.
რადგან ჯერ არცერთ მათგანს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია თავიანთი ურთიერთობის შესახებ, მეტი დამაჯერებლობისთვის, პაპარაცებს ისღა დარჩენიათ, ისინი ხშირად დააფიქსირონ ერთად, ხოლო ჟურნალისტებს ვოტსისა და ლეროქსის “ტვიტერიდან” და “ინსტაგრამიდან” “მოპარული” ფოტოების გამოქვეყნებაღა თუ “უშველით”.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094518