ავტოსპორტი

13:39 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მასას სურს, რომ „უილიამსმა“ „ფერარი“ დაამარცხოს

„ფერარიმ“ ფელიპე მასა გაუშვა და ბრაზილიელს სხვაგან ადგილის ძებნა დასჭირდა, ვარიანტებს შორის ერთ-ერთი „უილიამსი“ იყო, მაგრამ მასამ იქ გადასვლა მხოლოდ მას შემდეგ ისურვა, რაც უკეთესი ვარიანტი არ გამოჩნდა. მაშინ უკეთეს ვარიანტად „ლოტუსი“ იყო მიჩნეული, მაგრამ იქ პასტორ მალდონადო სწორედ „უილიამსიდან“ გადავიდა და თავისი პირადი სპონსორის, ვენესუელურ ნავთობკომპანია PDVSA-ს ათეულობით მილიონიც თან გაიყოლა.

მასა მხოლოდ უკეთესი ვარიანტის არქონის გამო შეჩერდა „უილიამსზე“. იყო მწირი იმედიც - ფრენკ უილიამსის საჯინიბომ ძრავების კონტრაქტი „მერსედესთან“ გააფორმა. მალე გაირკვა, რომ სწორადაც მოიქცა. და ისე მოხდა, რომ მასა უარეს გუნდში არ გადასულა, ვიდრე მანამ იყო. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა - „უილიამსი“ „ფერარის“ 7 ქულით ჩამორჩება.

მასა თვლის, რომ მარანელოელთა რიგები შესაფერის დროს დატოვა: „მე ასე ვფიქრობ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ზოგჯერ ცვლილება კარგად მოქმედებს. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არც ახლაა, მაგრამ მე ეს ცვლილება ძალიან მჭირდებოდა. ყველაფერი გამოსწორდება და ვფიქრობ, ჩემს ახალ გუნდთან ძალიან კარგი მომავალი მექნება“, - ამბობს მასა.

მართალია, ბრაზილიელს მისი ფინელი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი სჯობნის, მაგრამ მასა ამბობს, იმითაც კმაყოფილია, რომ „ფერარისთან“ ბრძოლის და უკან ჩამოტოვების შანსი მიეცა. არადა, უნგრეთში ფერნანდო ალონსოს მიერ დაკავებული მეორე ადგილის წყალობით, „ფერარი“ არდადეგებზე წავიდა, როგორც კონსტრუქტორთა თასის მესამე ადგილოსანი.

„ბოლო რბოლამდე წინ ვიყავით, უნგრეთში კი მათ უკეთ იასპარეზეს და წინ გავიდნენ. მაგრამ იმის შანსი, რომ სეზონს „ფერარიზე“ მაღლა დავასრულებთ, საკმაოდ დიდია. ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ერთ სეზონში აუტსაიდერობიდან მოწინავეთა რიგებში დაბრუნება, ძალიან პოზიტიური მომენტია“, - დასძენს მასა.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126538