თამაშგარე

11:05 | 21.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარტოსული აიდა

პოპულარულ იტალიელ მოდელ აიდა იესპიკოს ამჟამად მოცალეობის პერიოდი უდგას და როგორც თავად ამბობს, თვეზე მეტია, სატრფოს გარეშე ”მთასა მყვირალი ირემივით” დაიარება. ეს მდგომარეობა სხვა ქალისგან შეიძლება არ გაგვკვირვებოდა, მაგრამ აშკარად გასაკვირია აიდასგან, რომელიც თავისი სკანდალური რომანებით გახდა სახელგანთქმული.
დაახლოებით ორი წლის განმავლობაში აიდა იესპიკო მექალთანეობით სახელგავარდნილ იტალიელ ფეხბურთელს, კრისტიან ვიერის ხვდებოდა. ვიერისთან ურთიერთობები ბოლოს ისეთ ფაზაშიც კი გადავიდა, რომ ”ბობო” აიდაზე დაქორწინებას აპირებდა. თუმცა, ეს ქორწინება რატომღაც ვერ შედგა.
კრისტიან ვიერისთან დაშორების შემდეგ, იესპიკომ სხვა იტალიელი ფეხბურთელი – მატეო ფერარი გაიცნო და უმალ დაუმეგობრდა. თუმცა, მასთანაც არ ჰქონია დიდხნიანი ურთიერობა. კრისტიანისა და მატეოს გარდა, აიდა იესპიკოს მცირეხნიან რომანებს ხომ ნუღარ იკითხავთ. სწორედ ამიტომაცაა აიდას დღევანდელი უსატრფოობა გასაკვირი. თუმცა, ეს პერიოდი მას დიდი ხანი ალბათ არ გაუგრძელდება.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.049432