კალათბურთი

1:15 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “გალათასარაიმ” ტრაბზონში იმარჯვა

თურქეთის ჩემპიონატის გამოტოვებულ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” “ტრაბზონსპორს” ესტუმრა და 75:69 იმარჯვა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 20:57 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და ორჯერ დაჯარიმდა.

სტამბულელებს 19 ქულით ზორან ერცეგმა ულიდერა, რომელმაც 6-ვე ორქულიანი ააცილა, თუმცა, 5-დან 3 სამქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო გამოიყენა და 19 ქულას გამორჩა.

16 მოგებით და 10 მარცხით “გალათასარაი” ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 28 აპრილს ისევ სტუმრად “ტედ კოლეჯლილერთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128561