თამაშგარე

18:27 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკო და სარა

ერთ დროს საკმაოდ კარგი იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი, მარკო დელ ვეკიო, აპენინის ნახევარკუნძულზე კვლავ პოპულარულია და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მისი პოპულარობის მიზეზი, მთელს ქვეყანაში ცნობილი და სახელგავარდნილი მისი მეუღლეა.

მარკოს ცოლი, სარა დი ვაირა, ცნობილი მსახიობი და მოცეკვავეა. იმდენად ცნობილია, რომ თავისი კინოსტუდიაც კი გააჩნია და უპოპულარულეს შოუში: ”ცეკვავენ ვარსკვლავები” სწორედ სარაა პროდიუსერი და საქმის მომკვარახჭინებელი.

მარკო დელ ვეკიომ ცოლის ხათრითა და ჩიჩინით ერთ-ერთ შოუში თვითონაც მიიღო მონაწილეობა და ცოლთან ერთად საკმაოდ კარგი საცეკვაო ნომერი შესთავაზა საზოგადოებას. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162738