თამაშგარე

13:59 | 21.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელის მამობაში “ეცილებიან”

ევროპელი “ყვითელი ამბების” მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი თემა, “მანჩესტერ სიტის” იტალიელი ფეხბურთელის, მარიო ბალოტელის შვილის ამბავი გახლავთ. თითქმის ყოველ კვირას, ამ საკითხზე განსხვავებული და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ამბები ვრცელდება.
ალბათ იცით, რომ ცოტა ხნის წინათ, მარიო ბალოტელიმ ოფიციალურად განაცხადა, მამა ვხდები და შვილს ცნობილი ინგლისელი მეძავისგან, ჯენა ტომპსონისგან ველოდებიო (შეგახსენებთ, რომ იტალიელი მოდელი, რაფაელა ფიკოც ამბობს, რომ მარიოსგან ეყოლება შვილი).
ეს ამბავი ერთგვარი სკანდალი კი იყო, მაგრამ რაკი პირველად ინფორმაცია ბალოტელის პირით გაჟღერდა, უდავო ჭეშმარიტებად ჩათვალეს.
ახლა კი, ჯენა ტომპსონმა განაცხადა, რომ ბავშვის მამა, შესაძლებელია, სულაც არ იყოს მარიო ბალოტელი. მამობის შანსი, ჯენას თქმით, მარიო ბალოტელის გარდა, ცნობილ ბრიტანელ მსახიობს, ჯოშ ბენეტსაც გააჩნია, რომელიც სწორედ მაშინ ხვდებოდა ჯენას, როცა ამ უკანასკნელს მარიოსთან ჰქონდა ურთიერთობა.
მოკლედ, კაცი ვერ გაიგებს, უკაცრავად გამოთქმისთვის და, ვისი ვიოლინო ვის როიალშია...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097307