“მე ვარ სასჯელი უფლისგან. მე თქვენს ყველა ცოდვას დედამიწაზევე მოგთხოვთ!“ – ჩინგის ყაენის ეს საზარელი სიტყვები ცოტა ხნის წინ, სხეულზე არაორდინალურმა იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ ამოისვირინგა და ახალი ტატუ ჟურნალისტებს დიდი სიამაყით უჩვენა.
როდესაც ბალოტელის ჰკითხეს, თუ რატომ ამოიკვეთა სხეულზე დიდი მონღოლი მხედართმთავრის სიტყვები, მარიომ უპასუხა, რომ ეს სიტყვები და საერთოდ ეს ტატუ, მას შემდგომ წარმატებებში დასჭირდება და იმედი აქვს, რომ ამიერიდან სწორედ ეს სიტყვები იქნება მისი გზამკვლევი.
როდესაც ყაენთ-ყაენმა ზემოთაღნიშნული სიტყვები წარმოსთქვა, მას ნახევარი მსოფლიო უკვე დაპყრობილი ჰქონდა და უზარმაზარი რუსეთი და ჩინეთიც მისი მახვილის ქვეშ იყო. სწორედ ამიტომ, გასაკვირია 24 წლის შავტუხა განელ-იტალიელის ასეთი დიდი ამბიცია, რომელიც, ხშირად “მანჩესტერ სიტის“ განაცხადშიც კი ვერ ხვდება.







