თამაშგარე

10:12 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა ფრუშოს მორიგი სიურპრიზი

იტალიური “ნაპოლის” ცნობილმა და მკერდმოთიმთიმე ქომაგმა, მარიკა ფრუშომ, 2014-2015 წლების საფეხბურთო სეზონი მისი საყვარელი კლუბის ზეობის ეპოქად გამოაცხადა და აპენინელ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ”ნაპოლის” ფეხბურთელებისათვის გრანდიოზული სიურპრიზი აქვს.

სიურპრიზი იმის სიურპრიზია, რომ მისი რაობა არავინ იცის და ალბათ ვერც მის “გრანდიოზულობას” განვსაზღვრავთ, მაგრამ მარიკა ფრუშოს ამბავი რომ ვიცით, შესაძლებელია მისი დანაპირები კვლავ მკერდის მოშიშვლების პირობას უკავშირდებოდეს.

რაც მართალია მართალია, ამ ქალს მკერდი მართლაც რომ გრანდიოზული აქვს და  რამე რომ იყოს, მარტო მკერდითაც შეუძლია მოდელის კარიერის მოწყობა, მაგრამ მარიკა ფრუშოს ”ნაპოლი“ ისე უყვარს, რომ მთელს ევროპაში სწორედ ამ კლუბის ქომაგად იცნობენ.

0.133677