თამაშგარე

16:12 | 20.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა – საუბრები მკერდზე

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და ლამაზ სპორტსმენ ქალად ითვლება. უკანასკნელ პერიოდში, პრაქტიკულად, არ  ჩატარებულა გამოკითხვა, სადაც ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სპორტსმენ ქალად მარია არ დასახელებულა. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტები შარაპოვას ხშირად, სპორტზე მეტად, ისეთ თემებზე ესაუბრებიან, ჩვენში “საღლაბუცოს“ რომ ეძახიან. ღლაბუცი კი, მარიას ნამდვილად არ ეშლება...
რამდენიმე დღის წინათ, მარია შარაპოვამ თანამემამულე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამაკაცების უმეტესობა ვერ აღიქვამს ქალის სილამაზეს და კაცები რატომღაც აქცენტს ქალის დიდ მკერდზე აკეთებენ, როდესაც მარიას აზრით, დიდი მკერდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის ქალის სილამაზის შესაფასებლად.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარი მკერდის ფორმაა და არა ზომა. შეიძლება ქალს პატარა მკერდი ჰქონდეს, მაგრამ – ძალიან ლამაზი. მაშინ, როდესაც დიდი და ხელოვნურად გაკეთებული მკერდი, ჩემი აზრით, ქალების უმეტესობას პირიქით, ძალიან ამახინჯებს. თანამედროვე პლასტიკურ ქირურგებს ადვილად შეუძლიათ მკერდის გადიდება, მაღლა აწევა, დაგრძელება და სხვა... მაგრამ, თუ კაცს გემოვნება აქვს, ნატურალური, პატარა, მაგრამ კოხტა მკერდი უნდა ერჩივნოს უზარმაზარს, რომელიც შესახედავად, ჩემის აზრით - საკმაოდ არაესთეტიურია” – ამბობს მარია შარაპოვა, რომელიც თავად ნამდვილად არ უჩივის მკერდის გარშემოწირულობის სიმცირეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082043