ჭადრაკი

19:36 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილმა ფილადელფიაში დაუმარცხებლად იასპარეზა

აშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში დასრულდა მერვე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 80000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

აღნიშნულ ტურნირში 81 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო ახალგაზრდა ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც 9 ტური დაუმარცხებლად (ოთხი მოგება, ხუთი ყაიმი) განვლო, იოან კრისტიან ჩირილასთან (რუმინეთი), ვლადიმერ დობროვთან (რუსეთი) და სამუელ სევიანთან (აშშ) ერთად 6,5-6,5 ქულა დააგროვა. მათ 3-6 ადგილები გაიყვეს და პრიზის სახით 1030-1030 დოლარი მიიღეს. 7,5 ქულით პირველი ადგილი მასპინძელთა წარმომადგენელმა გატა კამსკიმ დაიკავა და პრიზის სახით 6581 დოლარი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110452