ფეხბურთი

13:53 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძე "ტოსნოს" შეუერთდა

ოთარ მარცვალაძე სანკ-პეტერბურგის ოლქის კლუბ "ტოსნოს" შეუერთდა. ეს გუნდი, როგორც იცით, რუსეთის პირველ დივიზიონში ლიდერობს. იქ თამაშობენ მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი გიორგი ნავალოვსკი და ფორვარდი მიხეილ გორელიშვილი. ასე რომ, მარცვალაძე "ტოსნოს" მეოთხე ქართველი იქნება.

29 წლის მარცვალაძის "ტოსნოში" გადასვლა რამდენიმე კვირის წინაც გადაწყვეტილი იყო, უბრალოდ, უვიზობა უშლიდა ხელს და რუსეთში ვერ მიდიოდა.

ოთარის კარიერაში "ტოსნო" მეექვსე რუსული კლუბია: აქამდე უთამაშია "ანჟიში", "ვოლგაში", "კრასნოდარში", "სკა-ენერგიასა" და "ალანიაში".    

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121348