თამაშგარე

11:48 | 24.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა რიკელმეს ეტრფის

ახალგაზრდა პარაგვაელი მოდელი და მოცეკვავე – ლარისა რიკელმე (არავითარი ნათესავობა არ აკავშირებს არგენტინელ ფეხბურთელ – ხუან რომან რიკემესთან) ვის არ აუფორიაქებს სულს და აუშლის გრძნობებს... ლათინოამერიკელი ლამაზმანით, სხვა მოკვდავების გარდა, “ფეხბურთის ღმერთი” – დიეგო არმანდო მარადონაც მოხიბლულა. როგორც გაირკვა, ლეგენდარული არგენტინელი, პარაგვაელ ლამაზმანს კარიერის შექმნაში ძალიან დაეხმარა და დიეგომ რიკელმესაგან საპასუხო “საჩუქარიც” რამდენჯერმე მიიღო.
მარადონას ლარისასთვის თვალი ჯერ კიდევ მაშინ დაუდგამს, როდესაც ამ ლამაზმანის შესახებ ასუნსიონშიც კი ძალიან ცოტა ვინმემ იცოდა. ეს დღე იყო და, დაიწყო ლარისა რიკელმეს წარმატებების სერიაც. ეს ქალი, ბოლო წლებში ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვებს სხვადასხვა ტიპის სილამაზისა თუ ცეკვის კონკურსებზე და ყველა იმაზე საუბრობს, რომ რიკელმეს წარმატება მარადონას ფაქტორით არის განპირობებული.
როგორც იცით, მარადონა თავის მეუღლეს – კლაუდიას (რომელიც პარალელურად სერხიო აგეროს სიდედრი გახლავთ) დაახლოებით 6 წლის წინ, ოფიციალურად გაშორდა და ახლა თავს უფლებას აძლევს, რომ გრძნობათა ჭიუხებში იმოგზაუროს. თუმცა, მარადონასი და პარაგვაელი მოდელის სიყვარული იმდენად დაემსგავსა ლათნოამერიკული სერიალის შინაარსს, რომ ძნელია გაიგო, სად მთავრდება ჭორი და სად იწყება სიმართლე.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095408