51 წლის, ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა, დიეგო მარადონა, შეყვარებულისგან - 34 წლის ვერონიკა ოჯედასგან შვილს ელის. 2010 წელს ვერონიკას მუცელი მოეშალა, ასე რომ, ეს, წყვილის პირველი საერთო ბავშვი იქნება.
მარადონას ყოფილი ცოლისგან, კლაუდია ვილაფანესგან ორი ქალიშვილი - ჯანინა და დალმა - ჰყავს. უმცროსი - ჯანინა, “სიტის” ვარსკვლავის, სერხიო აგუეროს მეუღლეა. 2009 წელს, ჯანინას, ფეხბურთელი მეუღლისგან ვაჟიშვილი შეეძინა და მარადონა ბაბუად აქცია.
აღსანიშნავია, რომ დიეგოს, ყოფილმა შეყვარებულმა - მოდელმა კრისტიანა სინაგრამ ვაჟიშვილი, დიეგო მარადონა-ჯუნიორი გაუჩინა, რომელიც მარადონამ შვილად არ აღიარა. თუმცა, იტალიურმა სასამართლომ დიეგო მამად სცნო და ალიმენტის გადახდა დააკისრა.
1996 წელს კი, არგენტინელ ქალბატონთან ურთიერთობის შემდეგ, მარადონას კიდევ ერთი გოგონა შეეძინა, რომლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.







