თამაშგარე

12:38 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა კომენტატორის ამპლუაში

მიუხედავად იმისა, რომ დიეგო მარადონა გიჟად, გადარეულად, ნარკომანად და დაუწყობელ კაცად ითვლება, მისი სახელი და ზოგადად მისი იმიჯი მთელს მსოფლიოში კვლავ დიდი და მრავლისდამტევია. ამიტომაც, ყველა ცდილობს მარადონას ავტორიტეტი სათავისოდ გამოიყენოს.

ცოტა ხნის წინ, ლათინოამერიკულმა ტელეკომპანია “ტელესურმა” დიეგო მარადონასთან საკმაოდ მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით, სენიორ დიეგო ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის მატჩებს კომენტატორის რანგში წარუძღვება.

ზემოთაღნიშნულ ტელეკომპანიას ხელშეკრულებები გაფორმებული მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ესპანურენოვან ტელევიზიასთან აქვს და მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მარადონას ხმის გაგონების საშუალება მილიონობით ადამიანს ექნება. ისე, მარადონას წაყვანილი საფეხბურთო მატჩები საინტერესო რომ იქნება – ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი...

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091442