თამაშგარე

10:15 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა ჭეშმარიტი კათოლიკე?!

 

ნეტა დარჩა კი რაიმე ამბავი და თავგადასავალი, რომელიც ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას არ გადახდენია თავს?!... დიეგო ყოფილა გიჟიცა და ჭკვიანიც, მემარჯვენეცა და მემარცხენეც, მექალთანეცა და ოჯახის დიდი მოყვარულიც...

მოკლედ რომ ვთქვათ, დიდ არგენტინელს თავგადასავლები არასოდეს მოჰკლებია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დიდ ჯვარს ატარებდა, მორწმუნე მარადონა არავის არ ახსოვს. ამასწინათ კი, დიეგო არმანდომ განაცხადა, რომ სიბერეში ჭეშმარიტი კათოლიკე გახდა.

არავინ იცის დიეგო მარადონას რელიგიური მეტამორფოზის მიზეზები. ისიც ადვილი შესაძლებელია, რომ თავქარიანი დიეგო ამ ყველაფერს უბრალოდ საპიაროდ იყენებდნეს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც არგენტინაში მარადონას სახელობის “დიეგოიანელთა” სექტა გაჩნდა, მარადონას მხრიდან რელიგიით დიანტერესება ბევრ რამეზე მეტყველებს...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08979