ფეხბურთი

16:20 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩს ლევანდოვსკი არ ანაღვლებს

 

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე არ ფიქრობს. ხორვატი თავის ძალებში დარწმუნებულია.

“რატომ უნდა ვღელავდე ლევანდოვსკის ტრანსფერის გამო? ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და ერთი მიზეზიც არ მაქვს იმისთვის, რომ ვინერვიულო”, - უთხრა ფორვარდმა გერმანელ ჟურნალისტებს.

რამდენადაც ცნობილია, “ბაიერნი” ლევანდოვსკის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ განცხადებას იანვრის დასაწყისში გააკეთებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117997