ფეხბურთი

14:13 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ვიდალი უარყო

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩილეს ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის არტურო ვიდალი შეძენა გადაიფიქრა. გავრცელებული ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებს" იტალიელების მიერ მოთხოვნილი თანხა 32 მილიონი გირვანქა გაზვიადებულად ჩათვალეს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 27 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებდა და მაქსიმალურად ვერ ირჯებოდა. ჰოლანდიის წინააღმდეგ კი საერთოდ მონაწილეობა ვერ მიიღო. ინგლისში ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ჩილელზე უარის თქმის, მისი ჯანმრთელობის პრობლემაცაა.

ბრაზილიაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდალმა სამი მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. იტალიის ჩემპიიონატის გასულ სეზონში ჩილელმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175685