ფეხბურთი

20:05 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” კლევერლი “ასტონ ვილაში” გაანათხოვრა

ინგლისის პრემიერლიგამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ტომ კლევერლის ბირმინგემის “ასტონ ვილაში” იჯარით გადასვლის ნება დართო. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.

ბირმინგემულმა კლუბმა გარიგების შესახებ განცხადება პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე გააგზავნა და ამიტომ, ის მაშინვე არ დაარეგისტრირეს. 2 სექტემბერს ორივე კლუბმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელი “ასტონ ვილაში” 2013-2014 წლების სეზონს გაატარებს.

25 წლის კლევერლიმ გასულ სეზონში  “მანჩესტერ იუნაიტედში” 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.11632